logo
ENG



ბალტიისპირეთის ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

18 მაი 202213:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/2qxv9i4cd2xhp3n.png

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში მხარი დაუჭირეს ფინეთისა და შვედეთის "ისტორიულ გადაწყვეტილებას" NATO-ში გაწევრიანების შესახებ. 

"ფინეთი და შვედეთი იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აკავშირებს და იზიარებენ ჩვენს ერთგულებას იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენენ. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს ალიანსს." - ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, არტურს კრიშიანის კარინშმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ გააკეთეს.

"ბალტიისპირეთის ქვეყნები ფინეთთან და შვედეთთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული სკანდინავიური და ბალტიის რეგიონებისთვის."- განაცხადეს მათ.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერების განცხადებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, NATO-ს, როგორც თავდაცვითი ალიანსის როლი, რომელიც ისწრაფვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ მთელ ევროატლანტიკურ ქვეყნებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ფინეთთან და შვედეთთან ერთად ალიანსის ფარგლებში ამ მიზნების მისაღწევად მუშაობას."

NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.

იმისთვის, რომ ქვეყნები NATO-ში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს,  ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.


close დახურვა